Monday, June 7, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელი– სათბობი და ეკოლოგია
2. პროექტის მოკლე აღწერა -პროექტის საშუალებით მოსწავლეები მოიპოვებენ
ინფორმაციას სათბობის გავლენის შესახებ გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.მოიძიებენ ინფორმაციას ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებზე.
3.პროექტის სრული აღწერა–მოსწავლეებს დავყოფ 6 ჯგუფად.1 ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ნავთობის წარმოშობისა და მის სათბობად გამოყენების ისტორიის შესახებ.2 ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ნავთობის გამოხდის პროდუქტების შესახებ.კრეკინგისა და ბენზინის გამოსავლიანობის გაზრდის საშუალებებზე,ბენზინის დეტონაციური მდგრადობის გაზრდის ხერხებზე.3 ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ეთილირებული ბენზინისა და მისი მავნე გავლენის შესახებ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.მეოთხე ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ბიოსათბობის შესახებ.5 ჯგუფი ავტომანქანის საწვავის ალტერნატიულ საშუალებებზე .6 ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებაზე.
მოსწავლეები შეფასდებიან წარმოდგენილი მასალის ხარისხისა და პრეზენტაციის უნარის მიხედვით
4. მონაწილეთა ასაკი–15 წელი
5.ვადები, /ხანგრძლივობა–1 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში–1. მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას .2.აწყობენ პრეზენტაციას.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას–1.პრეზენტავია power point–ის საშუალებით. 2.ტექსტების ელექტრონული ვერსიები.მოსწავლეების მიერ მოტანილ მასალას განვათავსებ ბლოგზე.
8.სარგებელი სხვებისთვის–გაეცნობიან სათბობის გავლენას გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე,მიიღებენ ინფორმაციას ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე
9.სამუშაო ენა– ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან
11საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-ქიმია–ნავთობის წარმოშობა, გამოხდა.კრეკინგი,ბიოლოგია–ბიოსაწვავი, ფიზიკა–ქარისა და მზის ენერგიის გამოყენება.
კავშირი ეროვნულ გეგმასთან–9.3 მოსწავლე იკვლევს გარემო ფაქტორების ზეგავლენას ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და მსჯელობს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ. შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლეს:მოყავს ლოკალური და გლობალურ გარემოზე ადამიანის ზეგავლენის მაგალითები და გამოთქვამს ვარაუდს შესაძლო შედეგების შესახებ  
მოიპოვებს ინფორმაციას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების როლზე მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის პროცესში
გეგმავს თანაკლასელებთან ერთად ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებელ ღონისძიებებს.ახორციელებს მას და შედეგებს წარადგენს ფართო აუდიტორიის წინაშე.
მოიპოვებს ინფორმაციას ენერგორესურსების(ნავთობი,ბუნებრივი აირი,ქვანახშირი)წარმოშობის მექანიზმებისა და გამოყენების შესახებ.ამზადებს რეფერატს:
მოიპოვებს ინფორმაციას არსებული ენერგომატარებლების გამოყენების შედეგად გარემოს დაბინძურების შესახებ, გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ამ პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ.
12პროექტის ავტორი–ქეთევან გოგობერიშვილი
13. ავტორის ელ.ფოსტა ketevangogoberishvili@gmail.com